„ლიცენზიის შემოწმება დაცინვაა“ – ხატია დეკანოიძე ნინოწმინდის პანსიონში ჯანდაცვის მაკონტროლებლების შესვლაზე

ივნისი 4, 13:19
0
116

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს:

„მთავრობამ იფიქრა როგორ მოიქცეს და ნინოწმინდის ბავშვთა სახლს ლიცენზიას უმოწმებს.
ლიცენზიას რას უმოწმებენ, როცა ამ დაწესებულების განმკარგავი სპირიდონი და დირექტორი გამოძიების ობიექტებს უნდა წარმოადგენდნენ. ბავშვები უნდა გადაიყვანონ უსაფრთხო გარემოში, ლიცენზიის შემოწმება არის დაცინვა. ლიცენზია ამ ტიპის დაწესებულებაზე საერთოდ უკანონოა“.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 4-კაციანი ჯგუფი ცოტა ხნის წინ შევიდა. პანსიონის ტერიტორიაზე მათი შესვლა დილიდან შეფერხდა, თუმცა საბოლოოდ მათ პანსიონში შესვლა მაინც მოახერხეს.

ჯანდაცვის უწყების მაკონტროლებლებს რეგულარული მონიტორინგი ევალებათ, თუმცა ისინი პანსიონის შესამოწმებლად  2018 წლის შემდეგ აღარ ყოფილან.