ლიბერალურ მედიას ლაშქარავას მკვლელები, მის სიკვდილამდე უკვე ჰყავდა “ნაპოვნი”, ხელისუფლებისა და საპატრიარქოს სახით – ხათუნა საგინაშვილი

ივლისი 19, 15:10
0
4311

ჟურნალისტი ხათუნა საგინაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ლიბერალური მედია ლექსო ლაშქარავას მკვლელებს დაეძებს, უფრო სწორად, მის სიკვდილამდე უკვე ჰყავდა “ნაპოვნი” ხელისუფლებისა და საპატრიარქოს სახით – დაკვეთაა ასეთი. მე გეტყვით, ვინაა ლექსოს მკვლელი: ლექსოს მკვლელები არიან ისინი, ვინც აშმორებული გირჩებისგან ტელევარსკვლავები შექმნა; ლექსოს მკვლელები არიან, ვინც მათ გაპირებაზე და კანონმდებლებად ქცევაზე დიდი ჯაფა გასწია; ლექსოს მკვლელია, ვინც ამ ნარკომანების რეკლამირებით გვიღუპავას ახალგაზრდობას; ლექსოს მკვლელია, ვისაც მასმედიის ბერკეტები უპყრია და არ ატარებს ანტინარკოტიკულ კამპანიას; ლექსოს მკვლელია, ვისაც მთლიანობაში ლომის წვლილი შეაქვს საზოგადოებისთვის ტვინის არევაში; ხოდა გადადექით მკვლელებო თქვენი ტელევიზიებიდან; გადადექით კიდეც და თავებიც დაისაჯეთ“.