„ლეიბორისტულ პარტიას“ ყველა არჩევნებში აქვს 1% და 500%-ით მეტი დაუწერეს, დანარჩენზე ალბათ სერიოზულად საუბარი არც ღირს – მდინარაძე „ედისონ რისერჩის“ კვლევაზე

სექტემბერი 10, 14:20
0
81

„ქართული ოცნების“ ერთ ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გუშინ, „ფორმულას ეთერში“ გამოქვეყნებულ კვლევებზე კომენტარი გააკეთა.

როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა აღნიშნა, ეს კვლევა რეალობას არის აცდენილი და სერიოზული საუბარი ამ თემაზე არ ღირს.

„რადგან დაზუსტება გააკეთეთ, არცერთი კვლევა არ დამთხვევია შედეგს, მხოლოდ ეგზიტპოლის შედეგები, ეს ერთი, მეორე, თქვენ ალბათ ძალიან კარგად იცით, რომ მაქსიმალური ცდომილება, პარტიულ კვლევებშიც კი, შეიძლება იყოს 3%, ხომ ასეა? 500% ცდომილება არ გაგიგიათ ალბათ ხომ? 500% ცდომილება ხომ არ გაგიგიათ? ხომ წარმოუდგენელია? 5-იანი წარმოუდგენელი 50 იანი უკვე სასაცილოა და 500% აღარაფერი აღარ არის, მაგალითად „ლეიბორისტულ პარტიას“ სულ ყველა არჩევნებში ბოლოს აქვს 1% და 500% მეტი დაუწერეს ამ კვლევის ავტორებმა, 500% მეტი! 6%-ი.

ამავე დროს კვლევის ჩამტარებლებს წარმოდგენა არ აქვთ, ჩემი აზრით, მაგალითად იმაზე, რომ ანა დოლიძეს არაფერს ვერჩი, მაგრამ 11 ოლქში იღებს მისი პარტია მონაწილეობას და ის პროცენტი, რაც მათ ანა დოლიძის პარტიას დაუწერეს, რომ დაჯდეს და დაემთხვეს არჩევნების შედეგებს, მაშინ ანა დოლიძის პარტიამ, თითოეულ ოლქში უნდა მიიღოს მინიმუმ 15, 20, 25, 30% იმისათვის, რომ საერთო ჯამში იგივე პროცენტი ჰქონდეს, ის 3% რა პროცენტიც დაუწერა „ედისონ რისერჩის“ კვლევამ.

„ერი“ ასეთი პარტია რომაა, ასეთი სახელი, რომ ჰქვია, მას დაუწერეს 1% თუ არ ვცდები, ხომ ასეა? ერთადერთ ოლქში იღებს მონაწილეობას, დუშეთში მან უნდა მიიღოს, რა ვიცი, 1500 ან 1700% რამდენად ირონიულადაც არ უნდა ხმოვანდებოდეს ეს ახლა ჩემგან, იმისათვის, რომ საერთო ჯამში მან ეროვნულ დონეზე მიიღოს 1%. აი, ასეთი კვლევა წარმოგვიდგინა, გუშინ სამწუხაროდ თქვენმა ტელევიზიამ, დანარჩენზე ალბათ სერიოზულად საუბარი არც ღირს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Cesko