ლარი გამყარებას განაგრძობს

ივნისი 3, 15:14
0
82

„ბლუმბერგის“ ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში 1 აშშ დოლარის კურსი 3 ივნისის 15.00 საათის მონაცემებით 3.1547 ლარია. 3 ივნისს დილით არსებული კურსი 3,22 ლარი იყო.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2 ივნისს დადგენილი კურსის მიხედვით ლარი გამყარდა და 1 აშშ დოლარის კურსმა 3.2228 ლარი შეადგინა.

ლარი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა, 1 ევროს კურსი 3.9238 ლარია. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1 ივნისის ოფიციალურ კურსთან შედარებით 5.54 თეთრი შეადგინა.

ლარმა გამყარება დაახლოებით სამი კვირის წინ დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში ეროვნული ვალუტა 30 თეთრით გამყარდა. ექსპერტები ამას შეზღუდვების შემსუბუქებით და ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობის აღდგენით ხსნიან.