„ლამის ბიბლიად გვიქციეს მიშელის დოკუმენტი“ – ჭიჭინაძე ოპოზიციაზე

ივლისი 20, 13:57
0
299

“ტრიბუნას” ლიდერ, დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ ოპოზიცია მხოლოდ შს მინისტრთან კი არა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელთანაც უნდა დამდგარიყო საპროტესტო ბანერებით, მაგრამ მათ გული უსკდებათ, “მიშელს არაფერი ვაწყენინოთო”.

“ამათ გული უსკდებათ, მიშელს არაფერი ვაწყენინოთო და ლამის ბიბლიად გვიქციეს მიშელის დოკუმენტი. არადა რეალურად, მიშელს არც ხელშეკრულება ადარდებს და არც საქართველოში არსებული სიტუაცია. რადგან მიშელი საქართველომდე ერევანშიც ჩავიდა და იქ მილიარდ ექვსასი მილიონი ევრო ჩაიტანა;

იქვე გაკეთდა პირდაპირი მოწოდება ბიზნესმენებისთვის, ჩამოდით და ფული ჩადეთო; ხუთასი მილიონი გამოყვეს მცირე და საშუალო ბიზნესის სამუშაო ადგილების აღსადგენად. და ჩვენთან რა ჩამოიტანა, ჩვენთან რა ხდება ამ დროს?!

“ოცნების” მთვრობამ მიაღწია იმას, რომ დასავლეთს საქართველოს ინტერესები აბსოლუტურად დააკარგვინა და მთელი აქცენტები დღეს ერევანზე გადის. […] და მთავარი, რაც არა ერთხელ მითქვამს. 19 აპრილის დოკუმენტი რომ დგებოდა, მაშინაც ისევე ხისტად რომ დამდგარიყო საკითხი, როგორც დღეს ზელენსკიმ გაიმარჯვა – რომ პოლიტპატიმარი ნიკა მელია აუცილებლად უნდა მჯდარიყო მოლაპარაკების მაგიდასთან – დღეს სულ სხვა რეალობა გვექნებოდა. მით უმეტეს გამორიცხულია უკრაინის პრეზიდენტის ბერკეტი ჭრიდეს და ევროკავშირის არა”, – ამბობს დავით ჭიჭინაძე.