ლაგოდეხის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს

ივნისი 11, 16:42
0
51

ლაგოდეხში, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიჭრა.

55 წლამდე ასაკის კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას იარაღი შემთხვევით გაუვარდა.

მას ჭრილობა ფეხში აქვს მიყენებული. სამართალდამცველის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.