ყველა ინდიკატორით გადავედით წითელ ზონაში, რაც განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობაა – ამირან გამყრელიძე

ივლისი 20, 14:08
0
70

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში გაუარესებულია ყველა ინდიკატორი, რომელიც ეპიდემილოგიურ ვითარებას განსაზღვრავს.

მისივე თქმით, საქართველომ ნარინჯისფერი ზონიდან უკვე წითელ ზონაში გადაინაცვლა, რაც განგაშის ერთ-ერთი საფუძველია.

„ჩვენ ახლა ვართ დაახლოებით იმ დონეზე, როგორც ვიყავით მესამე ტალღის პიკზე სადღაც 17 მაისს. ასევე, დღევანდელი ეპიდსიტუაცია მსგავსია იმის, რაც გვქონდა ოქტომბრის ბოლოს-ნოემბრის დასაწყისში, როცა ჩვენ ნოემბრის ბოლოსკენ მივდიოდით პიკისკენ. ეს ძალიან საყურადღებოა. ჩვენ ყველა ინდიკატორით გადავედით წითელ ზონაში. აქამდე ჯონ ჰოპკინსის რუკაზე ვიყავით ნარინჯისფერში, ახლა ვართ წითელ ზონაში, ეს არის განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობა და შესაბამისი ღონისძიებები უნდა იქნას მიღებული“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.