ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი ოფიციალურად გაიხსნა

ივნისი 9, 14:31
0
56

ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი ოფიციალურად გაიხსნა.

ეროპორტის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

დასრულდა ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტის შიდა ინტერიერის მოწყობა, გაერთიანდა ძველი და ახალი ტერმინალები.

როგორც აღინიშნა, ორივე ტერმინალის გაერთიანების შედეგად ქუთაისის აეროპორტს აქვს ერთიანი ტერმინალი, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც მისი შეუფერხებელი ოპერირებისთვის არის საჭირო.

ოფიციალური ინფორმაციით, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ძველი ტერმინალის ფართობი 4 800 კვადრატული მეტრი იყო, გაფართოების შედეგად კი – ტერმინალის საერთო ფართობი 30 ათას კვადრატულ მეტრამდე გაიზარდა.

აქამდე თუ ძველი ტერმინალი წლიურად 600 ათასი მგზავრის გატარებას ახერხებდა, განახლებული ტერმინალის შემთხვევაში მგზავრთა გამტარუნარიანობა წელიწადში 2 ნახევარ მილიონამდე გაიზარდა.

ქუთაისის განახლებული აეროპორტის ტერმინალში სარეგისტრაციო დახლების რაოდენობა 10 დან 18 მდე გაიზარდა, აქედან ორი ე.წ. baggage drop off -ია, სადაც მგზავრები რეგისტრაციის ონლაინ რეჟიმში გავლის შემთხვევაში, ბარგის ჩაბარებას თავისით შეძლებენ.

ამასთან, ექვსიდან დან 11-მდე გაზრდილია გაფრენის ზონაში სასაზღვრო გამშვები ჯიხურების რაოდენობა, ხოლო მოფრენის მხარეს 8-დან 14-მდე.

გარდა ამისა, ოფიცალური მონაცემებით, კომერციული ფართების რაოდენობა ძველ ტერმინალში თუ 200 კვ მეტრის ოდენობის იყო, განახლებულ ტერმინალში უკვე მათი კვადრატულობა 2 000-მდე გაიზარდა.

განახლებულ ტერმინალში მოეწყო ე.წ. მწვანე გადახურვა და გამწვანებული ტერასა. აეროპორტს აქვს შვიდი გასასვლელი (ე.წ. Gate) და საათში 1 200-ზე მეტი მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს, რაც აეროპორტის არსებულ გამტარუნარიანობას ოთხჯერ გაზრდის.

განახლებული ტერმინალის მშენებლობა 2017 წლის ნოემბერში დაიწყო. ოფიციალური მონაცემებით, ტერმინალის გაფართოება/აღჭურვა 35 მლნ აშშ დოლარი დაჯდა (110 მლნ.ლარი).

აეროპორტის გაფართოების პროექტზე დასაქმებული იყო 500-ზე მეტი ადამიანი, ხოლო პროექტში ჩართული იყო 100-ზე მეტი წამყვანი ქართული და უცხოური კომპანია.