„კრიმინალი ხარ, ქვეყნის გამყიდველი და მრუში” – დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში (ვიდეო)

სექტემბერი 14, 15:57
0
377

„კრიმინალი ხარ, ქვეყნის გამყიდველი და მრუში” – ხმაური იყო ჭყონდიდის ეპარქიაში, სადაც მეუფე სტეფანეს ეპარქიის მღვდლები დაუპირისპირდნენ.

მათ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით შეკითხვები ჰქონდათ, იმ ბრლდებებთან, რასაც მეუფე სტეფანე მათი მისამართით ახმოვანებდა. მათთვის რამდენიმე ჩანაწერის შინაარსი ცნობილია.

ცნობილია, რომ გარდა სატელეფონო მოსმენებისა, კრებსებში

ტაძრებში ჩანერგილი ადამიანების მიერ გატანილი ინფორმაციაცაა მოხვედრილი.

მღვდლებს მეუფე სტეფანესთან შეკითხვები სწორედ ამ ფაქტებთან დაკავშირებით ჰქონდათ.

მეუფე სტეფანემ მათთან საუბარი არ ისურვა და მღვდლებს კრიმინალები უწოდა. მათ კი მიტროპოლიტი უღირს და მეუფესთვის შეუფერებელ საქციელში დაადანაშაულეს. ნახევარსაათიანი მცდელობის შემდეგ, მეუფე სტეფანე ეპარქიასთან არსებული სკოლის შენობაში შეუშვეს. იგი პედაგოგებს ხვდება.

Cesko