”კოვიდის 10 მცნება” – შეასრულე და გადარჩი!

სექტემბერი 14, 20:40
0
2113

ექიმი სოფიო ბერიძე კოვიდინფიცირებულებისთვის საჭირო ინფორმაციას ავრცელებს. „კოვიდის 10 მცნება“, ანუ რა უნდა იცოდეს და შეასრულოს პაციენტმა, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა.

„კოვიდის 10 მცნება:

დღე 1 – არ იცით, რომ გაქვთ კოვიდი (იშვიათი გამონაკლისის გარდა)

დღე 2 – გაიგეთ, რომ გაქვთ კოვიდი (ესეც იშვიათია). მიიღეთ

ბევრი წყალი, იყავით მშვიდად. ნერვებს ნუ აიშლით, თუ ექიმი არ გიკავშირდებათ, ჯერ არ გჭირდებათ.

დღე 3 – მიიღეთ ბევრი წყალი, იყავით მშვიდად, იმოძრავეთ, ბერეთ ბუშტები.

დღე 4 – დალიეთ პარაცეტამოლი/იბუპროფენი მაღალ ტემპერატურაზე, მიიღეთ ბევრი წყალი, იყავით მშვიდად! ნერვებს ნუ აიშლით, თუ ექიმი არ გიკავშირდებათ, მოძებნეთ ნაცნობი ექიმი, სთხოვეთ დახმარება/დაკვალიანება, იმოძრავეთ, ბერეთ ბუშტები.

დღე 5 – მიიღეთ ბევრი წყალი, იყავით მშვიდად, იმოძრავეთ, ბერეთ ბუშტები, იძინეთ მუცელზე, დღეში ორჯერ გაიზომეთ პულსი და სატურაცია, გაუგზავნეთ ექიმს მონაცემები. დამატებითი მედიკამენტები შეუთანხმეთ ექიმს. (ნებისმიერს, ვინც მანამდე გიცნობდათ და ენდობით).

დღე 6 – იგივეა, რაც დღე 5

დღე 7 – თუ აქამდე უსიმპტომო ხართ, გილოცავთ! თქვენ შეგხვდათ კეთილი კოვიდი და სულ რაღაც სამ დღეში დასრულდება.

თუმცა: აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს, თუ თავს გრძნობთ სუსტად და ცუდად, გაქვთ გახშირებული სუნთქვა, მომატებული პულსი, დაბალი სატურაციის ციფრები, თუ ექიმი არ გიპასუხებთ – თუ სასწრაფო არ გიპასუხებთ – მიდით ან მიაყვანინეთ თავი კლინიკაში, ნებისმიერში.

ჰიპოქსიის (ჯანგბადის ნაკლებობის) დროს – ყოველი საათი მნიშვნელოვანია! ნუ დახარჯავთ მას სასწრაფოს ან ექიმის ლოდინში!!!

დღე 8 – თუ ყველა წინა პუნქტი შესრულებულია

ა) თქვენ პრაქტიკულად დაასრულეთ კოვიდი

ბ) გიგრძელდებათ სიმპტომები, მაგრამ ხართ ყოჩაღად და მარჯვედ.

გ) ხართ კლინიკაში – მოეშვით და მიენდეთ ექიმებს. დაუჯერეთ მათ და ისუნთქეთ როგორც გასწავლიან.

დაიმახსოვრეთ – შფოთვა ყველაზე დიდი მტერია.

დღე 9 – კოვიდი უკან იხევს! თქვენ ეს შეძელით.

თუ ისევ გიტევთ, ესეც დროებითია, თქვენ გაიმარჯვებთ.

დღე 10 – თუ თქვენ მიჰყევით ყველა პუნქტს პირნათლად, დიიიიიდი ალბათობით (90 %!) თქვენ დაამარცხეთ კოვიდი. გილოცავთ!

p.s. ინფორმაცია ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს, არსებობს არასტანდარტული მიმდინარეობა და იშვიათი გამონაკლისები, იშვიათი გამონაკლისები იშვიათია. გისურვებთ ჯანმრთელობას!“ – წერს ბერიძე.

Cesko