კოვიდინფიცირებული ჩვილების მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა – რას ამბობს ციციშვილის კლინიკის დირექტორი

ივლისი 19, 19:05
0
279

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორი დავით რეხვიაშვილი ამბობს, რომ კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული ჩვილების მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ერთ-ერთი მათგანის კი განსაკუთრებით მძიმე.

“მდგომარეობა მძიმეა, შეიძლება ითქვას, რომ უკიდურესად მძიმე, ერთ-ერთის განსაკუთრებით. ყველა ღონისძიება, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ჯერჯერობით მისასვლელ შედეგს არ იძლევა, რასაც ჩვენ ვფიქრობდით და ვვარაუდობდით. ამაში ჩართულია ყველა სამეცნიერო წარმომადგენელი და სამედიცინო მიმართულება, რაც საჭიროებს ამ კუთხით მკურნალობის პროცესს,” – აცხადებს დავით რეხვიაშვილი.

დავით რეხვიაშვილის განმარტებით, კლინიკაში პედიატრიულ საწოლებზე გაზრდილი მოთხოვნაა, თუმცა პაციენტების უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო, მსუბუქი მიმდინარეობისაა.