„ყოველთვის ვაკეთებ იმას, რასაც ვამბობ“ – სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებაზე

სექტემბერი 14, 20:54
0
1127

„ვერ ვიქნები გვერდზე და ვერ ვიტყვი რომ ხელები დამიბანია. მე გავაკეთებ იმას, რაც ვთქვი“, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით „იმედს“ განუცხადა.

სააკაშვილის თქმით, ქართველმა ხალხმა იცის რა გაუკეთებია მათთვის და ვინ არის ის.

„არასოდეს არაფერი კონკრეტული არ მითქვამს, ეს არის ჩვეულებრივი სიცრუე. ეს არის „ოცნების“ პროპაგანდისტული მითი. ბევრჯერ ვთქვი კონკრეტულ რაღაცებზე, რომ იმედია აი ახლა დავამარცხებთ „ოცნებას“. როცა დემოკრატიული პროცესი გაუქმებულია, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააკეთოს, ის რაც ქართველმა პატრიოტმა უნდა გააკეთოს.

არ ვაპირებ არავისთან რიტორიკულ ამბავში შესვლას. მე ვარ მიხეილ სააკაშვილი. ქართველმა ხალხმა იცის რა გამიკეთებია მათთვის და მთელმა მსოფლიომ იცის ვინ ვარ. აქედან გამომდინარე, მე ვერ ვიქნები გვერდზე და ვერ ვიტყვი რომ ხელები დამიბანია. გავაკეთებ იმას, რაც ვთქვი. ხალხს დაავიწყდა უკვე სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც აკეთებს იმას, რასაც ამბობს. მე კი ყოველთვის ვაკეთებ იმას, რასაც ვამბობ“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

Cesko