ყოველ დღე ვრწმუნდები, რომ ამ სიბინძურის, ფალსიფიკაციის უკან სწორედ ყოფილი პრემიერი გახარია და მისი თანამოაზრეები საბანაძე, ქემოკლიძე და ხოჯევანიშვილი დგანან – გია აბაშიძე

სექტემბერი 14, 18:52
0
77

„ჩემთვის დაუჯერებელია ის, რომ სუსის ეს რაღაც გაუგებარი კრებსები, ჩანაწერები ჰქონდათ „ნაცებს“ და მანამდე არ გამოაქვეყნეს. შარშან, საპარლამენტო არჩევნებამდე რატომ არ ავრცელებინეს ჯიბის ტელევიზიებს და „ექსპერტებს?“ – ამ სიტყვებით ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ინტერნეტში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს.

მისი თქმით, შეტევა ეკლესიაზე უკვე აშკარად ორკესტრირებულია და სწორედაც სააკაშვილის ფლანგის მანიაკალურ ინტერესებს ემსახურება:

„ყოველ დღე ვრწმუნდები, რომ ამ სიბინძურის, ფალსიფიკაციის უკან სწორედ ყოფილი პრემიერი გახარია და მისი თანამოაზრეები საბანაძე, ქემოკლიძე და ხოჯევანიშვილი დგანან. ეკლესიაზე და სახელმწიფოზე შტურმის უკან სწორედ ესენი დგანან. შეტევა ეკლესიაზე უკვე აშკარად ორკესტრირებულია და სწორედაც სააკაშვილის ფლანგის მანიაკალურ ინტერესებს ემსახურება.

გუშინდელი დღე ჩემთვის ამის ნათელი დადასტურება იყო. მრავალვერსიულმა გახარიამ ჯერ თავისი ხელით მისცა „ნაცებს“ ეს ბოდვები და შემდეგ ჩვეული თაღლითობით, გამოჩნდა „პერვიკანალზე”“ და დაგმო ეკლესიის დისკრედიტაცია. ამ სიბინძურის და ნაცებთან საბოლოოდ ჩახუტების გამო, აუცილებლად მწარე პასუხს გასცემს ხალხი ამ „მაზაკვალ“ მოღალატეს! დროა სახელმწიფოს შესაბამისმა სტრუქტურებმა იმოქედონ! დაიღალა ხალხი ამდენი სიბინძურით, ღალატით და ოფიციალური, მიკიბულ-მოკიბული „ვორდინგით“! ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. ეს „ქართული ოცნების“ და მისი მხარდამჭერების უწინარეს ინტერესებშია!“ – წერს გია აბაშიძე.

Cesko