კოტე ყუბანეიშვილმა ღიად უსურვა ინსულტი წულუკიანსა და ინფარქტი ივანიშვილს… ვიფიქრე მომესმაო… – გოგი ლორთქიფანიძე

ივლისი 30, 21:58
0
2441

მწერალი გოგი ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს:

„დღეს “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში (2 სააათზე, 30/07) საკმაოდ ცნობილმა (და – ჩემგან დავამატებ – საკმაოდ ნიჭიერმა, რითმასა და რიტმს ნამდვილად ფლობს და ამას ვერ წავართმევ) ქართველმა პოეტმა კოტე ყუბანეიშვილმა ღიად უსურვა ინსულტი თეა წულუკიანსა და ინფარქტი ბიძინა ივანიშვილს.

ნუ, რა უნდა ვთქვა – ჯერ ვიფიქრე, მომესმაო… “ლიბერალური” მწერლობის ასე “თვითგაბანძება” და თვითდისკრედიტაცია დღემდე ძნელად წარმომედგინა. არა, წარმომედგინა, მაგრამ ასეთი???
რაც შეეხება საქმის არსს. რამდენადაც მახსოვს, ქართველი “ლიბერალების” ამ კოჰორტას ძალიან მოწონდა მინისტრის სავარძელში ნიკა რურუა. მესმის, რომ de mortuis aut bene, aut nihil , მაგრამ მისი პერსონალური “შრომითი” ბიოგრაფია და აშკარა ნაცისტო-მიშისტობა მაშინ ჩვენ “ლიბერალებს” (რამდენიმეს გამოკლებით) საერთოდ არ აინტერესებდათ. ბიძინას დროსაც შესანიშნავად იგუებდნენ მინისტრის მოადგილის სავარაუდო სავარძელში თაკო ჩარკვიანსა ან ქეთუსია იგნატოვას, მაგრამ ვერ აიტანდნენ იური მეჩითოვს და ა.შ და ა.შ…

როგორც ჩამს, ეს მართლაც იდეოლოგიური ბრძოლაა, რომელსაც არავითარი კავშირი არა აქვს ჭეშმარიტ ლიტერატურასთან და რომელშიც ყველაფერი მოსულა. ანუ, როგორც ჩვენი ოკუპანტები თავის ოკუპაციურ ენაზე იტყოდნენ – В борьбе все средства хороши.

ვნახოთ, სანამდე მივა ეს ბრძოლა და რა კონკრეტული შედეგები ექნება მას. ა მნე ჩაშეჩკუ კოფე.

გ.ლ.“

Cesko