კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი – 2616 ინფიცირებული და 26 გარდაცვლილი

ივლისი 20, 11:05
0
124

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 616 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 26 ადამიანი, ხოლო 880 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 390 945-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5 592 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 367 130 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 7,19%, ბოლო 14 დღის – 4,77%, ბოლო 7 დღის – 5,24%.