კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5,5 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 7,36 პროცენტს შეადგენს

სექტემბერი 13, 10:54
0
52

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 7,36 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 5,5 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 7,81პროცენტი.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 946 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 351 პაციენტი, 48 კი გარდაიცვალა.

Cesko