კორონავირუსის 773 ახალი შემთხვევა – ეპიდვითარება საქართველოში

ივნისი 23, 10:55
0
105

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 773 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 12 ადამიანი, ხოლო 575 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 37923, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20636, PCR ტესტით – 17287
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,04%, ბოლო 14 დღის – 2,42%, ბოლო 7 დღის – 2,49%

სულ აცრილია – 242451, დღიურად აცრილია – 3957
კარანტინის რეჟიმში – 33
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება – 2633
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 583