კმარა ჩვენი აბუჩად აგდება! მე აღარ მინდა ევროკავშირი! – დიმიტრი გორდონი

ივნისი 2, 10:53
0
599

“უკრაინას არავინ ელოდება ევროკავშირში, მისი საგარეო–პოლიტიკური სტატუსი კი ნეიტრალური უნდა იყოს, ისეთი, როგორც 2014 წლის მოვლენებამდე”, _ განაცხადა ტელეარხ “1+1”-ის ეთერში კიეველმა ჟურნალისტმა დიმიტრი გორდონმა.

“მე, საერთოდ, აღარ მინდა ბილეთი ევროკავშირში. ევროკავშირს იმდენი პრობლემა აქვს, რომ მის პრობლემებში ჩვენი ჩართვა უკვე აღარ ღირს. ეს _ ერთი. მეორე _ ისინი იქ ჩვენ არ გველოდებიან. კმარა ჩვენი აბუჩად აგდება. თუ უნდოდათ მიღება, მიგვიღებდნენ. ისინი ჩვენ არ მიგვიღებენ და არც ჩვენთვის არის საჭირო. ჩვენ ნეიტრალური ქვეყანა უნდა ვიყოთ ევროპის ცენტრში. მე არ მინდა ბილეთი არსად”, _ განაცხადა გორდონმა.