კიევში ქართული კულტურის რიგით XI ფესტივალი გაიმართება

ივნისი 4, 11:57
0
57

4 ივნისს კიევის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში ქართული კულტურის XI ფესტივალი გაიმართება.

ყოველწლიური ფესტივალი წელს კიევის ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის 25 წლის იუბილეს მიეძღვნება.

ფესტივალში ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი “იბერიელი“ და კიევის კულტურულ–საგანმანათლებლო ცენტრის ფოლკლორული და სხვადასხვა შემოქმედებითი კოლექტივები მიიღებენ მონაწილეობას.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან უკრაინის ქართველთა ასოციაცია „იბერიელი“, სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება „გეორგია“, მხარდამჭერები – უკრაინის კულტურისა და ინფორმაციული პოლიტიკის სამინისტრო, კიევის ქალაქის სახელმწიფო ადმინისტრაცია და საქართველოს საელჩო უკრაინაში.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით ღონისძიება უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდება.