ხომ ხედავთ, აშშ გახსენებთ იმ 9 წელს – ამირან სალუქვაძე „ნაციონალურ მოძრაობას“

ივლისი 22, 22:50
0
180

„ასეთი ჩანაწერის შემდეგ, თავი როგორ უნდა გამოყოთ?! რომელ ევროპელობაზე საუბრობთ, რომელ მედასავლეთეობაზე?” – ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ამირან სალუქვაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს საკუთრების უფლების კუთხით.

ექსპერტი წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავს და ამბობს, რომ მათ ამ ჩანაწერის უნდა რცხვენოდეთ:

„წინა ხელისუფლებას ამ ჩანაწერის არ გრცხვენიათ, ხომ? თქვენმა ე.წ. კრიტიკულმა ტელევიზიებმა ვერ შეამჩნიეს ეს ჩანაწერი სახდეპის ანგარიშში? ახლა მიკროფონებით არ უნდა დაგდევდეთ ჟურნალისტები? ასეთი ჩანაწერის შემდეგ თავი როგორ უნდა გამოყოთ?! რომელ ევროპელობაზე საუბრობთ, რომელ მედასავლეთეობაზე? თქვენ თუ არა, ხალხს ხომ ახსოვს, როგორ აკოტრებდით, როგორ ართმევდით ბიზნესებს და რა მეთოდებით?! ვისაც დაავიწყდა, ხომ ხედავთ, აშშ გახსენებთ იმ 9 წელს?! ისე, 9 კი არა, სულ მცირე 17 წელი მაინც იყავით ხელისუფლებაში. მოქალაქეთა კავშირში იყავით უმეტესობა, ზოგი დეპუტატი, ზოგი მინისტრი, ზოგი შევარდნაძის პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები“, – აღნიშნავს ამირან სალუქვაძე.