კახი კავსაძე დღეს 86 წლის გახდებოდა

ივნისი 5, 11:20
0
103

დღეს, კახი კავსაძე 86 წლის გახდებოდა. ასევე, დღეს გავიდა მისი გარდაცვალებიდან 40 დღე.

მსახიობი 2021 წლის 27 აპირილს, კლინიკაში გარდაიცვალა. იგი საბურთალოს სასაფლაოზე, მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალეს.

კახი კავსაძე დაიბადა თბილისში. მისი დაბადების შემდეგ მშობლები საცხოვრებლად გადავიდნენ ტყიბულში. მამამისი, ლოტბარი დავით კავსაძე 1941 წელს მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს. ის წითელი არმიის 224-ე მსროლელთა ბრიგადაში მსახურობდა, როდესაც ტყვედ ჩავარდა. ქართველ ტყვეთა ბანაკში დაინიშნა ეთნოგრაფიული გუნდის ხელმძღვანელად. ომის შემდეგ, 1946 წლის 10 იანვარს საბჭოთა ხელისუფლებამ დავით კავსაძე დააპატიმრა და წაუყენა ბრალდება — სამშობლოს ღალატი ჩადენილი სამხედრო პირის მიერ. გადაასახლეს სვერდლოვსკის ოლქში, სადაც ის გარდაიცვალა.

კახი კავსაძემ 1959 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და გახდა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის  მსახიობი. კინოში მისი დებიუტი შედგა 50–იანი წლებიდან, არის საქართველოს სახალხო არტისტი (1981), ქალაქ დუშანბეს  საკავშირო კინოფესტივალის პრემიის ლაურეატი (1989).

აღსანიშნავი როლებია: ადამი („ღვთაებრივი კომედია”), თავადი კოწია („გუშინდელნი”), დევდარიანი („საბრალდებო დასკვნა”), ილიკო („მე, ბებია, ილიკო და ილარიონო”), სიმონ ჩაჩავა („კავკასიური ცარცის წრე”), ლორდ ჰასტინგსი („რიჩარდ III”), კენტი („მეფე ლირი”), რასპუტინი („კვაჭი კვაჭანტირაძე”), ბატონი დევი („მერე რა, რომ სველია სველი იასამანი”);

კახი კავსაძემ 90-მდე ფილმში მიიღო მონაწილეობა. “ლაზარეს თავგადასავალი”, “მთვარის მოტაცება”, “მზე შემოდგომისა”, “ვერის უბნის მელოდიები”, “ნატვრის ხე”, “ყვარყვარე”, “მონანიება”, დონ კიხოტი”, “ღვინის ქურდები” და სხვა.