კახა კალაძე პოლიტიკურ ოპონენტებს მიმართავს – თქვენც მიგიძღვით წვლილი ჩემი პოლიტიკური კარიერის ფორმირებაში

ივლისი 20, 22:48
0
38

„არასამართლიანმა კრიტიკამაც ბევრი რამ მასწავლა, როგორც პოლიტიკოსს“, – აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ თბილისის მერის არჩევნებზე პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მისი კანდიდატურის დასახელებისას გააკეთა.

თბილისის მერის თქმით, მისი პოლიტიკური კარიერის ჩამოყალიბებაში წვლილი მის ოპონენტებსაც მიუძღვით.

„აქვე მინდა მივმართო ჩემს პოლიტიკურ ოპონენტებს – თქვენც მიგიძღვით წვლილი ჩემი პოლიტიკური კარიერის ფორმირებაში. არამარტო ჯანსაღმა, არამედ არასამართლიანმა კრიტიკამაც ბევრი რამ მასწავლა,  როგორც პოლიტიკოსს“, – განაცხადა კახა კალაძემ.