კახა კალაძე ბოლო წლების ყველაზე უკეთესი მერია – თენგიზ ცერცვაძე

ივლისი 20, 20:17
0
93

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ 5 ივლისს განვითარებული მოვლენების მიუხედავად ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრების რიტმი არ უნდა შეიცვალოს.

“კახა კალაძე არის ბოლო წლების ყველაზე უკეთესი მერი თბილისში. მიმაჩნია, რომ ის უნდა იყოს წარდგენილი.

მოძალადეები უნდა დაისაჯონ, მაგრამ არ შეიძლება ამის გამო მთელი პოლიტიკური რიტმის შეცვლა, ცხოვრება გრძელდება, სანამ ეს ხელისუფლება არის, მან თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს, მათ შორის კანდიდატების წარდგენაც”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.