„ქართული ოცნების“ კვლევის თანახმად, ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნებას“ 48.6%, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 27.1%, „საქართველოსთვის“ 5.8% უჭერს მხარს

სექტემბერი 10, 12:37
0
47

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე „ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას“ მმართველ გუნდს მხარს გამოკითხულთა 48.6% დაუჭერდა.

ამავე კვლევის მიხედვით, მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“ 27.1%-ით, მესამე ადგილზე კი პარტია „საქართველოსთვის“ 5.8%.

როგორც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, საველე სამუშაოები ჩატარდა 4-8 სექტემბერს და გამოკითხვაში 2975 რესპოდენტმა მიიღო მონაწილეობა.

,,დღეს გვსურს საზოგადოებას გავაცნოთ პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგები. საველე სამუშაოები ჩატარდა 4-8 სექტემბერს, კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2975 რესპოდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 83.8 პროცენტმა დაასახელა, ცდომილების ზღვარი არის 3%.

კითხვაზე, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას – „ქართული ოცნება“ 48.6%, „ნაციონალური მოძრაობა“ – 27.1%, „საქართველოსთვის“ – 5.8%, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 3.4%, „მოქალაქეები“- 2.6% , „პატრიოტთა ალიანსი“ – 2.4%, „მესამე ძალა“ – 2.3%, „ლელო“ – 2.3%, „ლეიბორისტული პარტია“ – 1.2%, გირჩი 1.1%, „ევროპული საქართველო“- 1.1% და სხვა პარტიები – 2.1%“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

Cesko