„ქართული ოცნების“ მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კახა კალაძე 56.1%-ით ლიდერობს

სექტემბერი 10, 12:41
0
136

„ქართული ოცნების“ სოციოლოგიური ჯგუფის მიერ, თბილისში ჩატარებული მორიგი კვლევის შედეგების მიხედვით, კახა კალაძე 56.1%-ით ლიდერობს.

კითხვაზე, „ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“, პასუხები შემდეგნაირად განაწილდა:

კახა კალაძე – 56.1%;

ნიკანორ მელია – 28.3%;

გიორგი გახარია – 6.2%;

ანა დოლიძე – 2.2%;

ანა ბიბილაშვილი – 1.9%;

გიორგი ლომია – 1.3%;

თამარ კეკენაძე – 0.9%;

მიხეილ ქუმსიშვილი – 0.7%;

სხვა კანდიდატები 2.4%.

კვლევის საველე სამუშაოები 4-8 სექტემბერს ჩატარდა და 2 975 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება 3%-ია.

Cesko