ქართული ღვინო “ბადაგონი” პოპულარულ ფრანგულ სერიალში -LE BUREAU DES LÉGENDES-ში

სექტემბერი 14, 17:47
0
739

მსოფლიოში ერთ-ერთ პოპულარულ ფრანგულ სერიალში -LE BUREAU DES LÉGENDES – ქართული ღვინო „ბადაგონი“ გამოჩნდა.

„ბადაგონის“ ღვინო „წინანდალი“, ფრანგული სერიალის მე-3 სეზონის, მე-9 ეპიზოდში ჩნდება.
მოქმედება ერთ- ერთ რესტორანში ვითარდება, სადაც მსახიობ ლორან ლუკას გმირის შეხვედრაა გადაღებული.

სწორედ ამ რამდენიმეწუთიან ეპიზოდში მიირთმევს ის „ბადაგონის„ ქართულ ღვინო „წინანდალს“.

სერიალში- LE BUREAU DES LÉGENDES თავარ როლებს მეთიუ კასოვიცი, ფლორას ვუარე, სარა ჟირარდო, ჯონათან ზაკაი და სხვები ასრულებენ. სერიალის პირველი სეზონი საფრანგეთის ეკრანებზე 2015 წელს გამოვიდა და მას კონოკრიტიკოსების დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. სერიალი დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც. სერიალი საფრანგეთის დაზვერვის აგენტზეა, რომელიც სირიაში წარმატებული მისიის შემდეგ, საფრანგეთში ბრუნდება.

როგორც spacesnews-ს კომპანია „ბადაგონში“ განუცხადეს, ასეთ პოპულარულ სერიალში „ბადაგონის“ ღვინის გამოჩენა, მათთვის, საამაყო და ძალიან სასიამოვნო ფაქტია.

აღასანიშნავია, რომ კომპანია „ბადაგონი“ ქართული ღვინის უმსხვილესი ექსპორტიორია. „ბადაგონის“ ღვინოები ევროპის მრავალ ქვეყანაში იყიდება, მათ შორის, საფრანგეთშიც.
კომპანიის ღვინოები, თავისი არსებობის მანძილზე, ღვინის მრავალი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია.

ღვინო „ბადაგონი“, როგორც საქართველოს ელჩი მთელ მსოფლიოში – კვლავაც წარმატებით აგრძელებს ამ მისიას.

Cesko