კარლ ჰარცელი ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე: ძალიან სამწუხარო ამბავია და მნიშვნელოვანია, მას რეაგირება მოჰყვეს

ივნისი 5, 14:44
0
53

„ეს ძალიან სამწუხარო ამბავია და მნიშვნელოვანია, მას რეაგირება მოჰყვეს“, – ასე ეხმაურება ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

მისი თქმით, ყველა ბავშვს აქვს უფლება, არ იყოს ძალადობისა და ჩაგვრის მსხვერპლი.

„მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ, რომელიც სწორედ ამ გარანტიების დაცვაში მდგომარეობს, ყველაფერი გააკეთოს ბავშვების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის დასაცავად. ევროკავშირი, UNESCO-სთან და პარტნიორებთან ერთად, მხარს უჭერს ამ მიზნის განხორციელებლად. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ არსებობს ბავშვების უფლებების კოდექსი. პარლამენტი უფლებამოსილია, მოუწოდოს მთავრობას, შეიმუშაოს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ამ საკითხზე. ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, ომბუდსმენმა თავისი ვალდებულებები განახორციელოს“, – განაცხადა დიპლომატმა.