კარანტინის რეჟიმი უნდა დაწესდეს – ბიძინა კულუმბეგოვი

ივლისი 20, 18:20
0
166

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი და აცხადებს, რომ კორონავირუსის შემთხვევების მატების შესაჩერებლად, სახელმწიფომ რისკის ქვეყნებიდან ტურისტების შემოშვება უნდა გამკაცრდეს. მისი ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეები ხშირად გაყალბებული PCR ტესტის პასუხით შემოდიან ქვეყანაში.

ბიძინა კულუმბეგოვი კარანტინის რეჟიმის შემოღებას ემხრობა. ამასთან მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე პერსონალისთვის, ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს.

“ჩვენი მთავარი პრობლემა ახლა, ამ ტალღის პირობებში გახლავთ ვაქცინირების ძალიან დაბალი პროცენტი და ამ დროს ქვეყნის სრული გახსნა და დერეგულაცია. ჩვენ ამით ვერაფერი მოვიგეთ სამწუხაროდ. ერთადერთ გამოსავალს, რა თქმა უნდა ურემი, რომ გადაბრუნდება მერე არის ეს გამოსავალი, მაგრამ რისკის ქვეყნებიდან უნდა აიკრძალოს ტურისტების შემოსვლა. ჩვენ გვყავს ჩრდილოელი მეზობელი რისკის ქვეყანა, სადაც გაყალბებული ცნობებით მოდიან. ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი მინიმალური თანხის საფასურად აყალბებს PCR-ის ცნობებს და ეს საკმარისი არ უნდა იყოს მათი აქ შემოშვებისთვის. კარანტინის რეჟიმი უნდა დაწესდეს. ასეთი ტიპის რეგულაციები ვფიქრობ ერთ-ერთი გამოსავალი იქნება. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ძალიან დიდი რისკის წინაშე დგანან, სამწუხაროდ დაბალი სამედიცინო პერსონალი ამას ვერ აცნობიერებს და ალბათ ქვეყანამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და სავალდებულო ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალს შორის მაინც უნდა დააწესოს,”- განაცხადა “დღის კურიერში” ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა.