,,კარადის უკან იმალება აჩიკო და ხედავს, როგორ მიდის გახარია ტელეფონით ხელში ფანჯრის რაფასთან…“

ივნისი 5, 10:14
0
299

„შეაჩერე კორუფციის” დამფუძნებელი, ქეთევან ენუქიძე ირაკლი კობახიძის გუშინდელ ინტერვიუს ეხმიანება:

„მერე, თებერვლის ბოლოს, ყველანი დგებიან და ერთად მიდიან ტეგუსიგალპაში ამაყი მაჩვების გამოფენაზე.
რატომღაც არ მიდის გახარია.
კობახიძეს ეჭვები ღრღნის…
კარადის უკან იმალება აჩიკო და ხედავს, როგორ მიდის გახარია ტელეფონით ხელში ფანჯრის რაფასთან, ფანჯრის მინაზე თითით გამოჰყავს რაღაც ფიგურები და ამ დროს წარმოთქვამს უცნაურ სიტყვებს, რომლების შინაარსიც აჩიკომ კარგად ვერ გაიგო, მაგრამ ძალიან ჰგავდა ფრაზას – არის უმფროსო!
ამის შემდეგ გახარია იხდის კოსტუმს და წვავს კაბინეტის შუაგულში.
ეს არის ნიშანი!
კედლის საიდუმლო კარადიდან გამოდის მიშა სააკაშვილი და ისინი ერთად მიდიან ჩრდილოეთ პოლუსზე თეთრი დათვების სანახავად….
აჩიკო ეხლაც იქ დგას და ღარიბაშვილს ყარაულობს…
ვინძლო რამე უცხო სხეული არ შეიკვეხოს ცხვირის ნესტოში…
ვაი თქვენს ტვინიდან მოსტორიკ და უბედურ ვასკვლავზე დაბადებულ პატრონს!
პ.ს. ხო, ის ხალხი განსაკუთრებით მეზიზღება, ჯერ რომ წაწოლილ-წაკუზულები დგანან მავანის წინაშე და მერე ამ მავანს ლანძღავენ…
ლანძღვაცაა და ლანძღვაც!
ყველაზე, ყველაზე, ყველაზე ფარჩაკი ხალხია…”