„კანონიერი ქურდი“ მეტსახელად „შოშია“ ციხეში გარდაცვლილი ნახეს

სექტემბერი 11, 22:57
0
690

ქუთაისელი “კანონიერი ქურდი” ნოდარ ჯინჭველაშვილი რუსეთის ქალაქ ვოლოგდას იზოლატორში გარდაცვლილი ნახეს.

63 წლის ჯინჭველაშვილს კრიმინალურ წრეებში “შოშიას” მეტსახელით იცნობდნენ. ის სხვადასხვა დანაშაულისთვის 7-ჯერ იყო გასამართლებული.

ჯინჭველაშვილი ბოლოს ორგანიზებული დანაშაულის ბრალდებით 2019 წელს დააპატიმრეს.

Cesko