„კალაძე შეჯიბრის დაწყების წინ ფავორიტია“ – იაგო ხვიჩია

ივლისი 21, 12:09
0
68

პარტია „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ კალაძე შეჯიბრის დაწყების წინ ფავორიტია.

„ვიდრე ოპოზიცია სხვა რამეზე არ ფიქრობს, კალაძე ფავორიტად დარჩება. „ქართული ოცნებისთვის“ 43 %-ის აღება მარტივი არ იქნება, მიუხედავად იმისა, კალაძე იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი.

მთავარია არა კონკრეტული ადამიანი, ვინც კალაძეს დაუპირისპირდება, არამედ იდეა, რითაც ოპოზიციიდან მისი მოწინააღმდეგე იქნება. არ მგონია, რომ ძლიერება საერთო ოპოზიციურ კანდიდატში იყოს, პირიქითაა“ – აცხადებს იაგო ხვიჩია.