კალაძე მგონია ის ადამიანი, რომელიც უფრო გააერთიანებს ქალაქის მოსახლეობას – ევგენიძე

ივლისი 22, 16:24
0
707

დღეს საქართველოს სჭირდება ერთობა, ამ დაძაბულ სიტუაციაში, კახა კალაძე მგონია ის ადამიანი, რომელიც მოახდენს კონსოლიდაციას და უფრო გააერთიანებს ქალაქის მოსახლეობას, – ამის შესახებ მუსიკოსმა, დათო ევგენიძემ „იმედის“ გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

მისი თქმით, კახა კალაძის მოვალეობაში არის ქალაქის მშენებლობა.

„ყველაფერი უნდა იყოს ერთი ინტერესის ქვეშ გაერთიანებული, რასაც ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის სიყვარული ჰქვია და ზუსტად ასეთი მერია კახა კალაძე“, – განაცხადა დათო ევგენიძემ.