კახა კალაძემ საარჩევნო სლოგანი წარადგინა

ივლისი 22, 15:19
0
152

შემდეგი 4 წლის განმავლობაში ჩვენი საარჩევნო სლოგანი და დაპირება იქნება – „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ჩართვისას განაცხადა.

„ყველა ის ადამიანი, ვინც მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მიმართულებაზე მუშაობს, პირადად მე, მზად ვართ, რომ 24-საათიან რეჟიმში გავაგრძელოთ მუშაობა იმისთვის, რომ მეტი სიცოცხლე, მწვანე სივრცე შევიტანოთ ყველა უბანში; მეტი სპორტული მოედანი გავაჩინოთ ყველა უბანში; მეტი განახლებული, მოწესრიგებული ავტობუსი და მიკროავტობუსი მოძრაობდეს დედაქალაქში. იმისთვის, რომ სოციალურად დაუცველ მეტ ადამიანს დავეხმაროთ და გვერდით დავუდგეთ“, – განაცხადა კალაძემ.