ჟურნალისტიკის სინდისია ჩემთვის დიანა ტრაპაიძე – ინგა გრიგოლია

სექტემბერი 14, 20:33
0
923

ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია, აქვეყნებს ფოტოს და წერს:

“ჟურნალისტიკის სინდისია ჩემთვის დიანა ტრაპაიძე. ყველაზე ღირსეული, ყველაზე მართალი და ყველაზე მაგარი, ვისთანაც კი ჩემმა პროფესიულმა და პროფესიის მიღმა ცხოვრებამ შემახვედრა.

ის კი, რაც წეღან ირაკლი კობახიძემ გაბედა და დიანაზე თქვა, აჩვენებს მათ სრულ ისტერიას და ბოლო ჟამის ზღვარგადასულობას.

დიანას ჩემი გამხნევება არ სჭირდება, მაგრამ მასზე კობახიძის სამარცხვინო თავდასხმამ დამარწმუნა, რომ სახელისუფლებო პარტიამ სახე საბოლოოდ დაკარგა, სახეც…ნამუსიც და რეალობის შეგრძნებაც.

თქვენ წახვალთ, გაქრებით, დიანა კი სულ იკაშკაშებს, ქართული მედიის სინდისი იქნება სულ და ზუსტად ვიცი, იქნება ისეთი მართალი და ყველაზე საუკეთესო. როგორიც აქამდე იყო. მეამაყება ,რომ დიანას კოლეგა მქვია და მასთან ერთად ვმუშაობ, აგერ უკვე რამდენი წელია. ქართული ოცნებიდან -ქართულ ბოღმად გარდაქმნილო სახელისუფლებო პარტიავ, გარყვნილები თქვენს კარზე მოიკითხეთ!!!!!

უამრავი გყავთ”

Cesko