ჯუანშერ ბურჭულაძე: მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერს იმ მხარდაჭერისა და განსაკუთრებული ძალისხმევისთვის, რომელიც მან გასწია და აგრძელებს ჩვენი ჯარის გაძლიერებისთვის

ივლისი 22, 11:51
0
43

„მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერს იმ მხარდაჭერისა და განსაკუთრებული ძალისხმევისთვის, რომელიც მან გასწია და აგრძელებს ჩვენი ჯარის გაძლიერებისთვის და მისი წარმატებული ტრანსფორმაციისთვის“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, თავდაცვის სამინისტროს სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თავდაცვის მინისტრმა მხარდაჭერისთვის, ასევე, მადლობა გადაუხადა მთელ სახელისუფლებო გუნდს.

„ჩვენი ჯარის გაძლიერების პროცესში უმნიშვნელოვანესია სამთავრობო გუნდის მხარდაჭერა და განსაკუთრებულია ბატონი პრემიერ-მინისტრის წვლილი. მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერს იმ მხარდაჭერისა და განსაკუთრებული ძალისხმევისთვის, რომელიც მან გასწია და აგრძელებს ჩვენი ჯარის გაძლიერებისთვის და მისი წარმატებული ტრანსფორმაციისთვის, ასევე მთელ სახელისუფლებო გუნდს მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, თავდაცვის ძალების სამოქმედო გეგმა 2020-2030-ის წარმატებით განხორციელების შედეგად ჩვენ მივიღებთ არსებითად გაძლიერებულ, სრულიად მოდერნიზებულ და თანამედროვედ აღჭურვილ თავდაცვის ძლებს“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.