ჯო ბაიდენმა გააფართოვა ჩინური კომპანიების სია, რომელშიც ამერიკულ კომპანიებს ინვესტიციების დაბანდება აეკრძალებათ

ივნისი 4, 11:00
0
95

ჯო ბაიდენმა გააფართოვა ჩინური კომპანიების სია, რომელშიც ამერიკულ კომპანიებს ინვესტიციების დაბანდება აეკრძალებათ.

აშშ-ის პრეზიდენტის ახალი აღმასრულებელი განკარგულება ძალაში 2 აგვისტოს შევა. ე.წ. შავ სიაში მოხვდა 59 ჩინური კომპანია. მათ შორის არის სატელეკომუნიკაციო კორპორაცია „ჰუავეი“.

ამავე დროს, თეთრი სახლის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ აღნიშნულ ნუსხას შესაძლოა, კიდევ რამდენიმე კომპანია დაემატოს.

ბაიდენის განკარგულების მიხედვით, ამერიკელ ინვესტორებს აკრძალული ექნებათ ჩინური კომპანიებისგან უსაფრთხოების სისტემების შეძენა.

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აღნიშნული ნაბიჯით, აშშ-ის მთავრობა უზრუნველყოფს, რომ „ამერიკელებმა არ დააფინანსონ ჩინეთის ხელისუფლების სამხედრო ინდუსტრია“.