ჯანმო-ს რეკომენდაციაა, რომ აცრას არა ყველა ბავშვი 12-დან 16 წლამდე, არამედ შესაბამისი ჩვენებებით – ამირან გამყრელიძე

სექტემბერი 13, 15:34
0
82

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს უკვე თავისი რეკომენდაცია, რომ აცრას არა ყველა ბავშვი 12-დან 16 წლამდე, არამედ შერჩევითად, შესაბამისი ჩვენებებით, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, იმუნიზაციის საბჭო აწონ-დაწონის როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ისე ევროპის მედიკამენტების სააგენტოს რეკომენდაციებს და გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მიიღებს.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს უკვე თავისი რეკომენდაცია, რომ აცრას არა ყველა ბავშვი, 12-დან 16 წლამდე, არამედ შერჩევითად, შესაბამისი ჩვენებებით. ავწონ-დავწონით, როგორ აკეთებენ სხვადასხვა ქვეყანაში. ამაზე მიმოხილვებია გაკეთებული ჩვენთან, რა რეკომენდაცია აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, რა რეკომენდაცია აქვს ევროპის მედიკამენტების სააგენტოს და იმუნიზაციის საბჭო გადაწყვეტილება ამის შესაბამისად მიიღებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Cesko