ჯანმო: ახალი შემთხვევები და სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად მცირდება

ივნისი 3, 12:39
0
79

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ COVAX-ის მექანიზმში ინვესტირება საუკეთესო ინვესტიციაა პანდემიის დასრულებისთვის.

„ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებლების მქონე ქვეყნებში ახალი შემთხვევები და სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად მცირდება.

COVAX-ის მექანიზმში ინვესტიცია არ არის ქველმოქმედება. ეს საუკეთესო ინვესტიციაა პანდემიის დასრულებისა და გლობალური აღდგენისთვის“, – წერს WHO-ს გენერალური დირექტორი.