ივანიშვილის წერილი კიდევ ერთი დასტური იყო, რომ გახარიას პარტიის დაფუძნება ივანიშვილის პროექტი არ არის – კალაძე

ივნისი 8, 12:36
0
57

ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ყველაფერი იყო ნათქვამი. წერტილი დაუსვა იმ მითქმა-მოთქმას, თითქოს გიორგი გახარიას პარტიის შექმნა ბიძინა ივანიშვილის პროექტია, – ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ გუშინ, „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილი.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „არ იყო მოსაწონი“ ის გადაწყვეტილება, რომელიც იმ კონკრეტულ მომენტში ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მხრიდან გადაიდგა.

„ბევრი მითქმა-მოთქმა იყო თვეების, ბოლო კვირების განმავლობაში გიორგი გახარაის გადაწყვეტილების შემდეგ, რაც მან პოლიტიკური პარტია დააფუძნა. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი დღეს პოლიტიკაში არ იმყოფება, ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოვისმინეთ მისი განცხადება, როდესაც მან პოლიტიკიდან გასვლის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, წერილი, რომელიც საზოგადოებამ გუშინ იხილა, კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, რომ გიორგი გახარიას პარტიის დაფუძნება ივანიშვილის პროექტი არ არის“,-განაცხადა კალაძემ.