„ისე დაეტაკეთ თარჯიმანს, თითქოს სხვა რაც თქვა შარლ მიშელმა, დიდი სიბრძნის და ზრუნვის ნაჟური იყო“ – ჩერგოლეიშვილი

ივლისი 20, 12:31
0
335
„მე მესმის ყველასი, ვისაც ქართული ოპოზიციური სპექტრი არ მოსწონს.  არც მე მომწონს.  მართლა მარტო გიგა მომწონს და გიგას მხარდაჭერა გასაზრდელია“, – წერს სოციალურ ქსელში „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი.

„ისე დაეტაკეთ თარჯიმანს, თითქოს სხვა რაც თქვა შარლ მიშელმა, დიდი სიბრძნის, კეთილგონიერების და ზრუნვის ნაჟური იყო.

თუ ვინმეს აღარ ახსოვს, საერთოდ Europe Whole and Free – ალბათ პირველი შარლ მიშელია.

მე მესმის ყველასი, ვისაც ქართული ოპოზიციური სპექტრი არ მოსწონს. არც მე მომწონს.

მართლა მარტო გიგა მომწონს და გიგას მხარდაჭერა გასაზრდელია. მაგრამ საკუთარ პრინციპებს არ ღალატობ  მაშინაც, როცა ოპოზიციური სპექტრი ინფანტილური და უპასუხისმგებლოა.

არ გამოხატავ კმაყოფილებას იქ, სადაც რამდენიმე დღით ადრე, სექსუალური იდენტობის გამო ადამიანები ჩაქოლეს, ჟურნალისტები სცემეს და ოპერატორი მოკლეს.

საერთოდ არარელევანტურია ასეთი შეფასებების მერე, ეს ფიგურა რას იტყოდა გაწევრიანებაზე“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.