ირაკლი კობახიძის თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტი პირნათლად შეასრულეს

ივლისი 21, 00:58
0
72

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა შარლ მიშელის დოკუმენტი პირნათლად შეასრულა.

მისი განმარტებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შესახებ პუნქტი “ოცნებამ” წინასწარ, ამ შეთანხმების დადებამდე შეასრულა.

“ჩვენ გვახსოვს, რა იყო ზეპირი მოლაპარაკებების შინაარსი და ვიცით, ამის საფუძველზე რა ჩაიწერა დოკუმენტში. მე მთავარ აქცენტს იმაზე კი არ ვაკეთებ, რა იყო ზეპირი მოლაპარაკებების შინაარსში, არამედ იმაზე, თუ რა წერია დოკუმენტში. და ის, რაც წერია დოკუმენტში, ჩვენ პირნათლად შევასრულეთ.

დოკუმენტში წერია – უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნისაგან თავი უნდა შეიკავოს – ეს გავაკეთეთ ჩვენ, ჩვენ შევიკავეთ თავი არსებული წესებით დანიშვნისგან, პროცესი დაპაუზდა, ამის შემდეგ ჩვენ შევცვალეთ კანონი და ახალი წესებით დავამტკიცეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და, მათ შორის, ახალ კანდიდატებსაც მივეცით, როგორც ეს მიშელის დოკუმენტში წერია, განაცხადების შემოტანის საშუალება.

რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ ეს პუნქტები 19 აპრილამდე შესრულებული გვქონდა და მაინც ჩარჩა დოკუმენტში, ამაზეც გავაკეთეთ განმარტება – პირადად მქონდა კომუნიკაცია ჯერ პრემიერთან, შემდეგ კი დავუკავშირდი უშუალოდ ბრიუსელს, სადაც მივიღეთ განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ უმჯობესი იყო, არ შევხებოდით ამ ტექნიკურ ხარვეზებს, მათ შორის იმასაც, რომ უკვე იყო გარკვეული პუნქტები, შესრულებული და მათ გვირჩიეს, რომ არ გაგვერთულებინა შეთანხმების შესრულების პროცესი,”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.