ირაკლი ღარიბაშვილი: წლების განმავლობაში ჩვენ უკვე დიდ პროგრესს მივაღწიეთ სასამართლოში, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, ჩვენ ვაკეთებთ უფრო მეტს და ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე

ივლისი 19, 13:12
0
31

შარლ მიშელს ვუთხარი, რომ წლების განმავლობაში ჩვენ უკვე დიდი პროგრესს მივაღწიეთ სასამართლოში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, ჩვენ ვაკეთებთ უფრო მეტს და ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მუშაობენ მართლმსაჯულების რეფორმაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.

„ჩვენ ვართ აბსოლუტურად მოწადინებული და მოტივირებული, რომ გავაგრძელებთ და ვმუშაობთ მართლმსაჯულების რეფორმაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მე შარლ მიშელს ვუთხარი, რომ წლების განმავლობაში ჩვენ უკვე დიდ პროგრესს მივაღწიეთ სასამართლოში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, ჩვენ ვაკეთებთ უფრო მეტს და ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე, ეს არის ძირითადად ის მესიჯები, რაზეც ვისაუბრეთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერამდე, შარლ მიშელს ოპოზიციონერებთან და საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ჰქონდა შეხვედრები.