ირაკლი ღარიბაშვილი: რეზო გაბრიაძე იმ მასშტაბის რეჟისორია, რომლის შექმნილი სამყაროც ყველა თაობის ადამიანისათვის ერთნაირად მშობლიური და საყვარელია

ივნისი 6, 22:53
0
71

ჩვენ კიდევ ერთმა დიდმა ხელოვანმა დაგვტოვა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ უნიჭიერესი ქართველი ხელოვანის, მწერლის, მხატვრის, თეატრისა და კინოს რეჟისორის რეზო გაბრიაძის გარდაცვალების გამო, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-ზე წერს. პრემიერ-მინისტრი გაბრიაძის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

„რეზო გაბრიაძე იმ მასშტაბის რეჟისორია, რომლის შექმნილი სამყაროც ყველა თაობის ადამიანისათვის ერთნაირად მშობლიური და საყვარელია. მისი უდიდესი ნიჭისა და შეუდარებელი იუმორის დამსახურებაა, რომ ქართველ მკითხველსა და მაყურებელს არაერთი შედევრი გვაქვს. კიდევ მრავალი წლის განმავლობაში დიდი ქართველი მსახიობების ხმებით ალაპარაკებული მისი დაუვიწყარი მარიონეტები არასოდეს დაკარგავენ მაყურებლის განსაკუთრებულ სიყვარულს. სითბო, სიკეთე და სიყვარულია რეზო გაბრიაძის მთავარი ღირებულებები და ეს არის მისი შემოქმედების მთავარი ღერძიც“, – წერს ღარიბაშვილი.