იქ, სადაც არიან აცრილები, ადამიანები აღარ კვდებიან – პაატა იმნაძე

სექტემბერი 11, 22:51
0
498

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ „პირველი არხის“ ეთერში, სიკვდილიანობის მაჩვენებელსა და არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა.

„სიტუაცია ჯერ კიდევ რთულია. შემთხვევების რაოდენობის კლება არის, თუმცა ტემპი ნელია. მართალია, შემთხვევების რაოდენობა პრაქტიკულად, განახევრდა და უფრო ნაკლებიც არის, მაგრამ სამწუხარო რეალობაა, რომ პიკური მაჩვენებლებიდან, 2-3 კვირა გრძელდება სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლები.

სიკვდილიანობა სამწუხაროდ, მართლაც მაღალი გვაქვს, მაგრამ ლეტალობის მაჩვენებელი დაახლოებით იგივე, რაც იყო წინა ტალღების დროს. ეს სიმშვიდის საფუძველს, რა თქმა უნდა, არ იძლევა“, – აცხადებს პაატა იმნაძე.

იმნაძემ სხვა ქვეყნებში არსებულ სიტუაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სადაც ბევრი ხალხია აცრილი, ადამიანები აღარ კვდებიან.

„მილიონ მოსახლეზე თუ გადავიანგარიშებთ, დღეს საქართველოზე მეტია ავადობა ისრაელსა და აშშ-ის ზოგიერთ შტატში, ბრიტანეთში კი, საქართველოს მსგავსი, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ ამ ქვეყნებში უკვე ბევრი ხალხია აცრილი და შესაბამისად, სიკვდილი აღარ არის. სიკვდილი აღარ არის და აი, ეს არის მთავარი და განმსაზღვრელი. იქ, სადაც არიან აცრილი, ადამიანები აღარ კვდებიან“, – განაცხადა იმნაძემ.

Cesko