954 ინფიცირება, 896 გამოჯანმრთელება – ეპიდვითარება საქართველოში

ივნისი 2, 10:55
0
109

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 954 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 896 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 346150-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 329516 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 3,12%, ბოლო 14 დღის – 3,23%, ბოლო 7 დღის – 2,8%-ია.