ინდოეთში “შავი ობით” ინფიცირებულთა რიცხვი 150%-ით გაიზარდა

ივნისი 11, 17:06
0
57

ინდოეთში ბოლო სამ კვირაში “შავი ობით” ინფიცირებულთა რიცხვი 150%-ით გაიზარდა. ის უმეტესად მათ დაემართათ, ვინც COVID-19–სგან გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ამის შესახებ NDTV ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით, ინფიცირებულთა რიცხვმა 31 ათასს მიაღწია, ამ დაავადებით გამოწვეული გართულებებით 2 ათასზე მეტი მოქალაქე გარდაიცვალა. ინფექციების რიცხვის ასეთი ზრდა ასევე გამოწვეულია პრეპარატ “ამფოტერიცინი B-ს” მწვავე უკმარისობით, რომელიც ასეთი პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენება.

ყველაზე მეტად მაჰარაშტრას შტატი დაზარალდა. იქ “შავი ობის” 7,000 შემთხვევა ფიქსირდება, რაც მაისის მაჩვენებელს 2,5-ჯერ აღემატება. დელიში ამ დაავადებით 1,2 ათასი ადამიანი დაინფიცირდა, 125 პაციენტი გარდაიცვალა.