ინდოეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რეკორდული რიცვი დაფიქსირდა

ივნისი 10, 12:14
0
50

ინდოეთში დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

ბოლო 24 საათის მანძილზე ქვეყანაში COVID-19-ით 6 148 ადამიანი გარდაიცვალა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელი გახდა არა მხოლოდ ინდოეთისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. დაღუპულთა საერთო რიცხვი 359,676-ს შეადგენს.

ქვეყანაში COVID-19-ით  29,183,121 ადამიანია ინფიცირებული, 27,655,493 პაციენტი გამოჯანმრთელდა.