„იმედგაცრუებული და გაოგნებული ვარ, რომ ერთხელ არ ახსენეთ ქამრების შემოჭერა“ – ელისაშვილი ხუციშვილს

ივნისი 11, 16:49
0
86

პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა პლენარულ სხდომაზე, ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს კითხვით მიმართა და დაინტერესდა, რა გააკეთა მინისტრმა იმისთვის, რომ მთავრობას ქამრები შემოეჭირა.

ელისაშვილის თქვით, ფინანსთა მინისტრია სწორედ ის ადამიანი, რომელმაც მთავრობას უნდა შემოუჭიროს ქამრები.

„სიმართლე გითხრათ ძალიან იმედგაცრუებული და გაოგნებული ვარ, რომ ერთხელ არ ახსენეთ ამ ერთწლიანი პანდემიის და ქვეყნის გაღატაკების დროს რა გააკეთეთ თქვენ, როგორც ფინანსთა მინისტრმა იმისთვის, რომ მთავრობის ხარჯები შეგემცირებინათ, ერთხელ არ გიხსენებიათ ქამრების შემოჭერა.

აქამდე თქვენი წინამორბედები ამბობდნენ ხოლმე „ქამრებს შემოვიჭერთო“. წესით თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელმაც უნდა შემოუჭიროს ქამრები. გვითხარით ციფრები, თანხა, რას მოაკელით, სად მოუჭირეთ ეს ქამარი და როგორ გადაანაწილეთ გაჭირვებულ ადამიანებზე ეს დაზოგილი თანხა. კონკრეტული ციფრები რომ გვითხრათ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.