იდუმალი და აუხსნელი დაავადება, რომლითაც 20-მდე ამერიკელი დიპლომატი დაავადდა – რა არის „ჰავანას სინდრომი“

ივლისი 19, 19:23
0
120

აშშ-ის მთავ­რო­ბა იძი­ებს საქ­მეს, ავ­სტრი­ის დე­და­ქა­ლაქ ვე­ნა­ში დიპ­ლო­მა­ტებ­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი გა­მო­უვ­ლინ­დათ ამე­რი­კელ დიპ­ლო­მა­ტებ­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სხვა თა­ნამ­შრომ­ლებს

BBC-ის ცნო­ბით, 20-ზე მეტ ოფი­ცი­ა­ლურ პირს აღე­ნიშ­ნა “ჰა­ვა­ნას სინ­დრო­მის“ მსგავ­სი სიმპტო­მე­ბი, რო­მე­ლიც არის ტვი­ნის იდუ­მა­ლი და­ა­ვა­დე­ბა და მის შე­სა­ხებ ბევ­რი არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი გა­მოვ­ლინ­და იან­ვრი­დან, მას შემ­დეგ, რაც აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე ჯო ბა­ი­დე­ნის ინა­უ­გუ­რა­ცია შედ­გა.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სინ­დრო­მი არის “აუხ­სნე­ლი”, მაგ­რამ ამე­რი­კე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ იგი სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­მოწ­ვე­უ­ლია “მიკ­რო­ტალ­ღუ­რი რა­დი­ა­ცი­უ­ლი გა­მოს­ხი­ვე­ბით.“

და­ა­ვა­დე­ბა პირ­ვე­ლად 2016-2017 წლებ­ში კუ­ბა­ში გა­მოვ­ლინ­და. მა­შინ ამე­რი­კე­ლი და კა­ნა­დე­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბი უჩი­ოდ­ნენ ისეთ სიმპტო­მებს, რო­გო­რე­ბი­ცაა – თავ­ბრუს­ხვე­ვა, წო­ნას­წო­რო­ბის და­კარ­გვა, სმე­ნის და­კარ­გვა, შფოთ­ვა და ჰქონ­დათ ასე­ვე შე­მეც­ნე­ბის პრობ­ლე­მე­ბი.

ამე­რი­კამ მა­შინ კუბა “ბგე­რით თავ­დას­ხმა­ში“ და­ა­და­ნა­შუ­ლა, რის შემ­დე­გაც ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა და­ი­ძა­ბა. 2019 წელს ამე­რი­კა­ში ჩა­ა­ტა­რეს კვლე­ვა და მეც­ნი­ე­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ დიპ­ლო­მა­ტებს, რომ­ლე­ბიც კუ­ბა­ში ავად გახ­დნენ, “ტვი­ნის ანო­მა­ლი­ე­ბი” აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ. თუმ­ცა კუბა ყო­ვე­ლი­ვეს კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფ­და.

ცნო­ბის­თვის, ვენა უკვე დიდი ხა­ნია დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კე­რაა და იქ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს არა­ერ­თი დიპ­ლო­მა­ტი ჰყავს. ზე­მოთ აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ამ დრო­ის­თვის გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

წყა­რო: BBC.com