ჰოსპიტალიზებული პაციენტების 70%-ს, სავარაუდოდ, ინდური შტამი აქვს – რა სიმპტომები ახასიათებს დელტას

ივლისი 19, 13:36
0
111

“შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 70% ჰოსპიტალიზებული პაციენტებისა, ინდური შტამით არის ინფიცირებული,”- ამის შესახებ მცხეთის სამედიცინო ცენტრის სამედიცინო დირექტორმა, ლიკა მუმლაძემ განაცხადა.

ლიკა მუმლაძე ე.წ. ინდური შტამის სიმპტომებსაც განმარტავს და აცხადებს, რომ ამ ვარიანტს უფრო სწრაფი გავრცელება ახასიათებს.

“შემთხვევების მატებასთან ერთად იძაბება სიტუაცია, ამ ეტაპზე 112 პაციენტი გადის სტაციონარულ მკურნალობას.

დაავადების მიმდინარეობის, კლინიკური სურათისა და გავრცელების გათვალისწინებით, ანამნეზის გათვალისწინებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 70% ჰოსპიტალიზებული პაციენტებისა, ინდური შტამით არის ინფიცირებული.

ბანალური გრიპის ჩივილები აქვს უფრო მეტად ინდურ შტამს, ვიდრე წინა ტალღების დროს იყო და უფრო სწრაფი გავრცელება,” – ამბობს ლიკა მუმლაძე.